#სპორტიმშვიდობისთვის

07.04.2021 02:12

#სპორტიმშვიდობისთვის , #გაავრცელემშვიდობა. ამ ლოზუნგებით „სპორტის საერთაშორისო დღეს - მშვიდობისა და განვითერებისათვის“ სპეციალური კამპანია მიეძღვნა, სადაც ცნობილმა ქართველმა სპორტსმენებმა მშვიდობის ელჩების როლი შეითავსეს. მათ სიმბოლური, ხელნაკეთი თვითმფრინავებით სამშვიდობო მესიჯები გააგზავნეს. სპორტსმენებს მიაჩნიათ, რომ მშვიდობის დამყარებისათვის სპორტი ერთ-ერთი ძლიერი რესურსია. მათი აზრით სპორტი აჩენს იმედს იქ, სადაც უიმედობაა და მას შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ICA - ს მიერ ჩატარებული კამპანია, მიზნად ისახავს სპორტის, როგორც ძლიერი ელემენტის გამოყენებას ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.

გაზიარება: