ეპიზოდი 20. ისტორია და ეკონომიკა: ანტიკურობიდან დღემდე

09/30/2021

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის\" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
-----------------------------------------
ომისთვის საჭიროა ფული, მეტი ფული და კიდევ უფრო მეტი ფული - ამბობდნენ მონტეკუკოლი და ნაპოლეონი; ოქროთი დატვირთული სახედარი ნებისმიერი ქალაქის კარიბჭეს გააღებსო, დასძენდა ფილიპე II მაკედონელი.  ეკონომიკის ისტორია, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური ისტორიული პროცესების გასააზრებლად. რესურსები, სიმდიდრე, მონოპოლია სავაჭრო გზებზე - რეალური საფუძველი იყო რელიგიური თუ სხვა მიზეზებით დაწყებული ომების, ხალხთა მიგრაციების, გეოგრაფიული აღმოჩენებისთვის. როგორი იყო ანტიკური ეკონომიკა, რა შეიცვალა შუა საუკუნეებში, როდის გაჩნდა საბანკო საქმე, რა შედეგები მოყვა ჯვაროსნულ ომებს, რატომ არის სამხედრო საქმე ეკონომიკასთან უშუალოდ დაკავშირებული, როგორ დაჯაბნეს ინგლისელებმა ესპანელები დიდი აღმოჩენების ეპოქის შემდეგ, რა სხვაობა იყო აგრარულ და ინდუსტრიულ ეკონომიკებს შორის და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე ამ პოდკასტში ვისაუბრეთ. 
პოდკასტის სტუმარია სამართლისა და ეკონომიკის სპეციალისტი, დავით კლდიაშვილი.
--------------------------------
დავით კლდიაშვილი, საქართველო ფუნქციის ძიებაში
https://bit.ly/3omcfKg

https://www.podbean.com/eau/pb-5aph8-...

ვიდეოები „მწარე პოდკასტი"-ისგან