ირაკლი ხომასურიძე მისი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

2 თვის წინ

2009 წლის 6 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, თბილისის მთავარ სამმართველოსთან გამართულ მოქალაქეთა აქციის დარბევის დროს დაზარალებული ირაკლი ხომასურიძე საქმის გამოძიებას ითხოვს. მან მარჯვენა თვალი პლასტიკური ჭურვის მოხვედრის შედეგად დაკარგა. მისი თქმით, 13 წლის განმავლობაში საქმე ვერ გამოიძიეს და დამნაშავეები კვლავ არ არიან დასჯილი. ირაკლი ხომასურიძე მოითხოვს საქმის ხელახალ გამოძიებას და პარლამენტში იურიდიულ კომიტეტზე დასწრებას, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვები დაუსვას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან