სამირ სავჩუკის ხსოვნას...(ქუჩის მომღერალი)

04/26/2022
Xania57-ის მიერ

მოვიგონოთ უნიჭიერესი ქუჩის მუსიკოსი სამირ / ზაზა სავჩუკი
ღმერთმა გაანათლოს მისი სული
   • samiri - wasulebze  \" by Red-Roy Phot...  
   • სამირ სევჩუკი / samir savchuk  
თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი, სა­მირ სავ­ჩუ­კი გარ­და­იც­ვა­ლა. თბი­ლი­სის მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში, ხში­რად შე­ამ­ჩნევ­დით ახალ­გაზ­რდა, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კაცს, სწო­რი შავი თმე­ბი­თა და ჭრე­ლი თვა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და და გამ­ვლე­ლე­ბის­თვის მღე­რო­და. ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მირ სავ­ჩუ­კი ქუ­ჩა­ში დაკ­ვრით ირ­ჩენ­და თავს.
შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მირ სავ­ჩუ­კი თბი­ლის­ში ვე­ძი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 27 ნო­ემ­ბერს იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. საქ­მე აღიძ­რა 115-ე მუხ­ლით. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სახ­ლში ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მი­ვი­და და გარ­დაც­ვლი­ლი დი­ლას, სა­წოლ­ში იპო­ვეს.
სა­მირ სავ­ჩუ­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი წე­რენ:
\"კარ­გი ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა... წე­სი­ე­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბით. უზო­მოდ გა­ნიც­დი­და ჩვე­ნი ეპო­ქის სი­ცი­ვეს და ხში­რად წუ­წუ­ნებ­და, რომ ადა­მი­ა­ნო­ბას ვკარ­გავ­დით\"
\"გზა მშვი­დო­ბი­სა სა­მირ... მანდ მშვი­დად იქ­ნე­ბი - არც ზამ­თა­რი შე­გა­წუ­ხებს, არც სი­ცი­ვე, არც ხალ­ხი...\"
\"ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ქე­ბად ჩა­მო­მარ­თვას, მაგ­რამ მა­ინც უნდა ვთქვა... რამ­დე­ნი­მე წლის წინ მეტ­რო­თი ვმგზავ­რობ­დი, ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე ჩავ­სხე­დით ვარ­კე­თი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმა­ვე ვა­გო­ნის მე­ო­რე ბო­ლი­დან სი­ცილ-ღრი­ან­ცე­ლის ხმა მო­დი­ო­და, გა­ვი­ხე­დე და ეს ბიჭი იდგა თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი და ვი­ღაც 3 გა­მა­ძღა­რი ახალ­გაზ­რდა მა­გარს ეკა­ი­ფე­ბო­და და დას­ცი­ნოდ­ნენ. ერ­თერ­თმა რა­ღაც ხურ­და ამო­ი­ღო და შე­ა­ყა­რა - ჰა მიდი და­უ­კა­რიო და მსგავ­სე­ბი, ბიჭი ხმას არ სცემ­და... ირ­გვლივ ხალ­ხი იყო და არც არა­ვინ გა­მო­ე­სარ­ჩლა!
ძაან ემო­ცი­უ­რი ვარ ზო­გა­დად, იას­ნად ვერ მო­ვით­მი­ნე, მი­ვე­დი და მაგ ჯოგს სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი! მერე ირ­გვლივ მდგომ ბრბოს შე­მო­ვუტ­რი­ალ­დი და მა­თაც ერთი-ორი შე­მო­ვუ­კურ­თხე! ისე­თი აურა ტრი­ა­ლებ­და ირ­გვლივ, ეგ ფაქ­ტი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­ულ იქ მყოფს და მი­თუ­მე­ტეს მაგ ნა­ბიჭ­ვრებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ემახ­სოვ­რე­ბათ. ხო და ახლა თუ მოკ­რა­ვენ ამ ტრა­გე­დი­ას ყურს, იმე­დია, ახლა მა­ინც და­ფიქ­რდე­ბი­ან თა­ვი­ანთ უბად­რუკ და არას­წორ ცხოვ­რე­ბა­ზე! ხო და კი­დევ ზო­გა­დად, ვინც მა­შინ მანდ იდე­ქით თქვენ არა­ნაკ­ლე­ბი ხართ! მამ­რი­ონს გე­ხე­ბათ ჭიქა ღვი­ნით ხელ­ში ხო მაგ­რად იძა­ხით ერ­თურ­თის სიყ­ვა­რუ­ლის და კი­დევ ბევრ ლა­მაზ სა­დღეგ­რძე­ლოს! გა­მიგ­რძელ­და და ბო­დი­ში, უბ­რა­ლოდ უე­მო­ცი­ოდ არ შე­მეძ­ლო... ერთი დღით არას­დროს იცხოვ­რო ადა­მი­ან­მა, ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი ბუ­მე­რან­გი­ვით უკან მო­გიბ­რუნ­დე­ბათ! ხსოვ­ნა იყოს ამ კე­თილ­შო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბის\"
ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ის მღე­რო­და სიყ­ვა­რულ­ზე, და ყვე­ლას მო­უ­წო­დებ­და სიყ­ვა­რუ­ლის­კენ, ვერ იტან­და უსა­მარ­თლო­ბას! ნა­თელ­ში იყოს მისი სული, გა­მიკ­ვირ­და ეს დღე­ე­ბი არ ჩან­და, მივხდი რომ მას რა­ღაც მო­უ­ვი­და, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მახ­სოვს და შე­მიძ­ლია ვთქვა მას­ზე... ვინც მას ჩაგ­რავ­და, რა ნა­მუ­სით და გუ­ლით შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბას! თქვე­ნი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი მას მი­წა­ში ჩაყ­ვა!\" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.
\"ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მისი ქვე­ყა­ნა, ის გა­ნიც­დი­და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვილს, სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი, მე მას ვიც­ნობ­დი, და მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე მის ცხოვ­რე­ბა­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან. ის ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, ის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იყო. გა­და­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი დამ­ცი­რე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტკი­ვი­ლი, ცემა, და­ჩაგ­ვრა, სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი
სა­მირ სავ­ჩუკს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და. 4 წლის ასაკ­ში დე­დამ მი­ა­ტო­ვა - კი­ე­ვის ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში, მერ­ვე სარ­თულ­ზე და­ტო­ვა და წა­ვი­და. პა­ტა­რა ბიჭი ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს ჭი­ა­თუ­რა­ში მცხოვ­რებ­მა ცოლ-ქმარ­მა. მისი დე­დო­ბი­ლი რუსი, მა­მო­ბი­ლი კი უკ­რა­ი­ნე­ლი იყო. თუმ­ცა, არც მათ­თან ჰქო­ნია ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ბიჭს - რო­გორც თა­ვად ყვე­ბო­და გია ჯა­ჯა­ნი­ძის \"სხვა რა­კურ­სში\", ის მათ­თვის არა შვი­ლი, არა­მედ მონა იყო.
15 წლის ასაკ­ში სა­მი­რი თბი­ლის­ში გა­და­ვი­და დე­დო­ბილ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­მო­ბილ­მა კი ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის მარ­ტო გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ქი­რით თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში ცხოვ­რობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­მი­რი ერთ-ერთ მეტ­რო­სად­გურ­ში გამ­ვლე­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს. მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ქუ­ჩის მუ­სი­კოსს სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.
\"ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მისი ქვე­ყა­ნა, ის გა­ნიც­დი­და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვილს, სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი, მე მას ვიც­ნობ­დი, და მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე მის ცხოვ­რე­ბა­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან. ის ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, ის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იყო. გა­და­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი დამ­ცი­რე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტკი­ვი­ლი, ცემა, და­ჩაგ­ვრა, სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი...