საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ხვალ შეხვედრებს ნატო-ს შტაბბინასა და ევროკავშირში გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ორმხრივ  შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ასევე გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მთავარ მიზანი, ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგის ფარგლებში, მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვაა. შეხვედრებზე ასევე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით გართულებული გარემო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები