ლექსო, არ დაიკარგები • პოეზიის საღამო | ნაწილი I
04/03/2020
ლექსო, არ დაიკარგები • პოეზიის საღამო | ნაწილი I
2018 წლის 15 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეები (ავტორმთქმელები), ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლები, ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოს - ,,ლექსო, არ დაიკარგები\" - განახლებიდან ათი წლის იუბილე აღინიშნა.
პოეზიის საღამოს დაარსების ისტორია:
1979 წლის 14 აპრილს გაიმართა ხალხური პოეზიის პირველი საღამო - ,,ლექსო, ნუ დაიკარგები\", რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული უძღვებოდნენ. საღამოს ჩატარების მთავარი ინიციატორი და სულის ჩამდგმელი, კი ცნობილი ქართველი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი გახლდათ.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ათწლეულების შემდეგ, დიდი ძალისხმევით, აღადგინა ეს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია და ზეპირსიტყვიერების საღამოები 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ზეპირსიტყვიერების საღამოების მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.
#ზეპირსიტყვიერება #ფოლკლორისცენტრი #განწყობისთვის #ფოლკლორიშენთვის #დარჩისახლში