ხეოთი - უძველესი სოფელი მესხეთში

13.05.2022 00:23

ახალციხიდან 22 კილომეტრში, მდინარე ხეოთისწყლის ხეობაში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი მესხური სოფელი. იგი ერუშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა შეფენილი. სიმწვანეში ჩაფლული ხეოთი, საინტერესოა ისტორიით, თქმულებებითა და კულტურული ძეგლებით. სოფელი ორი მდინარის: „ბუზიყლაპიასა“ და „წმინდა წყალს“ შორის არის გაშენებული. სწორედ ორ ხევს შორის მდებარეობის გამო ეწოდა ხევეთი. ტოპონიმ ხეოთის სიძველეზე მეტყველებს ის, რომ X-XI საუკუნის ეკლესიის ნანგრევებზე აღოჩენილ წარწერაზე მოიხსენიება ვინმე „ხეოითელი“. აქედან გამომდინარე, ამ სოფლის ძველი სახელი ხეოითი ყოფილა. ვრცლად ნახეთ: https://tv9news.ge/ka/gadacemebi/sofl...

გაზიარება: