გიორგი ჭაუჭიძე - მწერლები წიგნიპედიაზე
ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა აგრძელებს მულტიმედიურ ვიდეო-პროექტს „მწერლები წიგნიპედიაზე“, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ქართული საბავშვო წიგნების პოპულარიზაციას პატარა მკითხველებში. ამჯერად, წარმოგიდგენთ საბავშვო მეწრალ გიორგი ჭაუჭიძეს. გიორგი ჭაუჭიძე პროფესიით ისტორიკოსია. იგი 20 წელზე მეტია, რაც პედაგოგად მუშაობს. ბოლო 15 წელია, გიორგი სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ისტორიას, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. 2019 წელს გიორგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. მისი, როგორც საბავშვო მწერლის დებიუტი, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში G-PriEd (ჯიპრაიდი) შედგა. „ვინ ვარ მე“, „ბეკეკეკბი და თოვლის თხა“, „მელიების წიწილა“, „პატარა მშენებლები“, „ლუკა და ლეკვი“ - ეს მის მიერ შექმნილი წიგნების არასრული ჩამონათვალია. 2020 წელს გამომცემლობა „ელფმა“ გამოსცა გიორგის საბავშვო წიგნი „დიიდი ნუნუ“, რომელიც გამოსვლისთანავე შეიყვარეს პატარა მკითხველებმა. წიგნი მოგვითხრობს მეორეკლასელ გოგონაზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაზე ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან თუ მასწავლებლებთან. ახლახანს გიორგი გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ - ფინალისტი გახდა. ვუსურვებთ მას წარმატებას! შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით უერთდება #იუნესკოს პროექტს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ - Tbilisi - World Book Capital! ბავშვებს კი ვურჩვეთ, წაიკითხონ მისი წიგნები. მოუსმინეთ საყვარელ მწერლებს თვალი ადევნეთ ეროვნული სასახლის ოფიციალურ #facebook გვერდს
National Palace-ის სხვა ვიდეოები
31.01 2019 ."საზოგადოებრივი მაუწყებელი".
14/06/2019 ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადაცემა...
ლელა ცუცქირიძე
არაფრმალური განათლების მხარდაჭერა - ანდრია ბასილაი...
საუბრები სასახლიდან
ახალგაზრდული კაპელას დებიუტი ახალი წლის ღამეს
03:38
თბილისის ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია
31:19
#რადიოიმედი ანსამბლი „შვიდკაცა“ სტუმრად გადაცემაში...
მსგავსი ვიდეოები
რატომ დავრჩი გირჩში
საოცრად მოუქნელი საგანმანათლებლო სისტემა გვაქვს - გიორგი ჭაუ...
Girchi • გირჩი
გიორგი ჭაუჭიძე — გირჩის პროპორციული სიის პირველი ნომერი მარნ...
გიორგი ჯუმბერის ძე Giorgi ჭაუჭიძე Tchautchidze
თავისუფლების მასწავლებლები - გიორგი ჭაუჭიძე და ნათია ტრაპაიძ...
გიორგი ჯუმბერის ძე Giorgi ჭაუჭიძე Tchautchidze
სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან
გიორგი ჯუმბერის ძე Giorgi ჭაუჭიძე Tchautchidze
სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან Filin qarışqa ilə müsahibəsi
გიორგი ჯუმბერის ძე Giorgi ჭაუჭიძე Tchautchidze
1.5. ქვევით / ქვემოთ - გიორგის ქართული ზმნიზედებით #5
გიორგი ჯუმბერის ძე Giorgi ჭაუჭიძე Tchautchidze
სახელმწიფო ენის სწავლება - გიორგი ჭაუჭიძე
რადიო იმედი