ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა აგრძელებს მულტიმედიურ ვიდეო-პროექტს „მწერლები წიგნიპედიაზე“, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ქართული საბავშვო წიგნების პოპულარიზაციას პატარა მკითხველებში.
ამჯერად, წარმოგიდგენთ საბავშვო მეწრალ გიორგი ჭაუჭიძეს.
გიორგი ჭაუჭიძე პროფესიით ისტორიკოსია. იგი 20 წელზე მეტია, რაც პედაგოგად მუშაობს. ბოლო 15 წელია, გიორგი სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ისტორიას, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს.
2019 წელს გიორგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
მისი, როგორც საბავშვო მწერლის დებიუტი, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში G-PriEd (ჯიპრაიდი) შედგა. „ვინ ვარ მე“, „ბეკეკეკბი და თოვლის თხა“, „მელიების წიწილა“, „პატარა მშენებლები“, „ლუკა და ლეკვი“ - ეს მის მიერ შექმნილი წიგნების არასრული ჩამონათვალია.
2020 წელს გამომცემლობა „ელფმა“ გამოსცა გიორგის საბავშვო წიგნი „დიიდი ნუნუ“, რომელიც გამოსვლისთანავე შეიყვარეს პატარა მკითხველებმა. წიგნი მოგვითხრობს მეორეკლასელ გოგონაზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაზე ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან თუ მასწავლებლებთან. ახლახანს გიორგი გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ - ფინალისტი გახდა. ვუსურვებთ მას წარმატებას!
შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით უერთდება #იუნესკოს პროექტს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ - Tbilisi - World Book Capital!
ბავშვებს კი ვურჩვეთ, წაიკითხონ მისი წიგნები.
მოუსმინეთ საყვარელ მწერლებს
თვალი ადევნეთ ეროვნული სასახლის ოფიციალურ #facebook გვერდს