მგელი და კრავი HD ქართული მულტფილმი (გასუფთავებული) 1981 | mgeli da kravi - qartuli multfilmi
#mgelidakravi #მგელიდაკრავი #ქართულიმულტფილმი მგელი და კრავი (იგავი) ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე იმავ დროს მახლობლად, საჭირბოროტოდ კრავისა, დაძუნძულებდა პირღია მგელი, მსურველი ავისა. უეცრად სუნი რომ ეცა, რადგანც ჩიჩია უყვარდა, გამოიგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა. შემოუძახა: „შე, ბრიყვო! აქ როგორა სვამ წყალსაო, რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარც სამართალსაო? ჩაგიდგამს წინა ფეხები, შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო! წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ, აღარც კი იბერტყ ყურსაო!“ - „რა ბრძანებაა, ბატონო, რას მერჩით მე საწყალსაო? თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ - „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი! ნუ წაგიგდია ენაო! შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო!“ - „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შარშანწინ როგორ მნახეო?“ - „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო!“ - „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ, ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“ - „შენი მოგვარე ხომ იყო? გადახდა უნდა ვალსაო! მომწყინდა შენი ბღავილი, ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო! შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო!“ უთხრა და ზურგზედ მოიდვა, ტყეში წაიღო საწყალი. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი? ივანე კრილოვი. (თარგმანი აკაკი წერეთლისა) მოგესალმებით! ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ, შეძლებისდაგვარად დავამუშაოთ და გავასუფთავოთ ვიდეო და აუდიო ხარვეზებისგან დღესდღეისობით არსებული (ინტერნეტსივრცეში და არა მარტო) ქართული მულტიპლიკაციური ფილმები, რომლებიც ძირითადად სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან... ძირითადად ეს მულტიპლიკაციური ფილმები გამოშვებულია საბჭოთა კავშირის დროს მულტგაერთიანება "ქართული ფილმის" მიერ. ასე რომ, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი ახალ-ახალი რელიზები - გამოიწერეთ ჩვენი არხი! :)
მსგავსი ვიდეოები
ყველაფერი ყარყატისთვის HD ქართული მულტფილმი გასუფთავებული 19...
ბოკვერი ბუდრუ HD ქართული მულტფილმი | Lion cub Budru HD georg...
კვაჭის თავგადასავალი - ქართული მულტფილმი კვაჭი კვაჭანტირაძე...
მგელი და კრავი
Ana da bavshvebi Vlogs
მგელი და კრავი
soso badagadze
მგელი და კრავი
natia amanatashvili
,, მგელი და კრავი ''
shorena tabatadze
მგელი და კრავი
xatuna wikadze