გაფიცვა ტყიბულში


მესამე დღეა გაფიცულები არიან ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 300 ლარით გაზრდას მოითხოვენ. კომპანიის წარმომადგენლობა ხელფასის ფიქსირებულ ზრდას არ გეგმავს და მხოლოდ ბონუსებისა და პრემიების გაცემას ჰპირდება. პირობა მიუღებელია მეშახტეებისთვის. ისინი სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები მოლაპარაკებათა პროცესში მუნიციპალიტეტის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართვას ითხოვენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან