saundi -dzveli sastumro, საუნდი-ძველი სასტუმრო, cover hotel kalifornia, klipi
არსად იყო კლიპი, რატომღაც წაშალეს და ავტვირთე.
შენსკენ მომავალ გზაზე ერთი სასტუმრო დგას.
ძველებურ აივანზე წითელი შუქი ჩანს.
ამ გზაზე ყველა გამვლელს ეს შუქი უბრმავებს თვალს,
წითელი სახლის მუდამ ღია კარს ბევრი სტუმარი ჰყავს.
მკრთალი შუქის ფონზე ვხედავ მომხიბვლელ ქალს
და უცებ ჩემთვის ვიხსენებ, ეს ქალი ჩემს ძველ სიყვარულს ჰგავს.
ნაცნობი მასპინძელი სანთლით მინათებს გზას,
მერე ათასჯერ მკოცნის და ღვინით მიბრუებს თავს.
ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს,
მე შენი წყენა აზრადაც არ მქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.
ვიღვიძებ დილით ადრე და მზერას ვაპყრობ ჭერს,
გაოცებული ვამჩნევ ჭერზე მიკრულ სარკეს,
სარკეში ვხედავ შეშლილ და გაორებულ სახეს,
ნანახი სიზმრის ახსნას ვთხოვ ჩემს მეორე მეს.
სასწრაფოდ ვიცვამ ტანზე, არ ვუსმენ არავის ხმას,
ამაოდ ვცდილობ გავცდე, კარგად ჩაკეტილ კარს.
თურმე ამ სახლს თავის წესები აქვს:
თუ ერთხელ შედგი ფეხი, გავიწყებს უკან გზას.
ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს,
მე შენი წყენა აზრადაც არ მქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.
ბოლოს ვიკრებ ძალას, ტყვეობას ვაღწევ თავს,
გზაჯვარედინზე ვირჩევ შენსკენ მომავალ გზას,
ათრთოლებული ხელით გაბმულად ვრეკავ ზარს,
ვერავის ვხედავ ირგვლივ, არავინ მიღებს კარს.
მინდა გითხრა, რომ ვნანობ გუშინდელ შეცდომას,
ვიცი, ჩემს ასეთ ნაბიჯს რომ ახსნა არა აქვს,
ახლა ვხვდები, რომ ვკარგავ ჩემთვის ყველაზე კარგს,
ვხვდები, რომ შენი ფასი მე სხვა არავინ მყავს.
ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს,
მე შენი წყენა აზრადაც არ მქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.
ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.
მსგავსი ვიდეოები
ძველი სასტუმრო 🎵 (საუნდი Cover-Remix)🎧
90x vs AI
ჯგუფი საუნდი - ლამაზო / JGUFI SAUNDI - LAMAZO
Exclusive TV Music Official
საუნდი მოდი ლამაზო Saundi Modi Lamazo
90S Kids Music Georgia
ჯგუფი საუნდი - ღამის სიჩუმე რემიქსი / JGUFI SAUNDI - GAMIS S...
Exclusive TV Music Official
ჯგუფი საუნდი - ერთხელ გაკოცებ / JGUFI SAUNDI - ERTXEL GAKOCE...
Exclusive TV Music Official
ჯგუფი საუნდი აუდიო ალბომი / JGUFI SAUNDI AUDIO ALBOMI
Exclusive TV Music Official
ჯგუფი საუნდი - ნუ წახვალ / JGUFI SAUNDI - ERTXEL GAKOCEB
Exclusive TV Music Official
საუნდი მოდი მოდი ლამაზო-კლიპი, saundi modi lamazo-klipi
VideoAndMe