მითოსური და ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში - თამარ შარაბიძის საჯარო ლექცია


8 დეკემბერს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში თამარ შარაბიძემ (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი) გამართა საჯარო ლეცქია \"მითოსური და ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში\"

საჯარო ლექციები გაიმართა ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში \"ვაჟა-ფშაველა\", რომელიც ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავად მომზადდა.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა ასევე ენახა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ვაჟას ცნობილი ლექსების, პოემების, მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ორიგინალები. გამოფენილ მასალებში ჩანს თუ როგორ ცვლიდა ავტორი, შლიდა და ალამაზებდა თითოეული სტრიქონის კეთილხმოვანებას; დამთვალიერებელს შეეძლო თვალი მიადევნებინა ისეთი შედევრების შექმნის სამუშაო პროცესისთვის, როგორებიცაა „ბახტრიონი“, „ზვიადაური“, „გველის მჭამელი“ და სხვ;

ვიდეოები „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი"-ისგან