Ananuri Fortress / ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი

Ananuri is a castle complex on the Aragvi River in Dusheti Municipality Georgia, about 45 miles (72 kilometres) from Tbilisi. Ananuri was a castle and seat of the eristavis (Dukes) of Aragvi, a feudal dynasty which ruled the area from the 13th century. The castle was the scene of numerous battles. In 1739, Ananuri was attacked by forces from a rival duchy, commanded by Shanshe of Ksani and was set on fire. The Aragvi clan was massacred. However, four years later, the local peasants revolted against rule by the Shanshe, killing the usurpers and inviting King Teimuraz II to rule directly over them. However, in 1746, King Teimuraz was forced to suppress another peasant uprising, with the help of King Erekle II of Kakheti. The fortress remained in use until the beginning of the 19th century. In 2007, the complex has been on the tentative list for inclusion into the UNESCO World Heritage Site program. When the castle was under siege, it was not defeated because a secret tunnel led to the water and thus provided a way to get food and water to the people who had taken refuge in the castle. The enemy finally captured a woman named Ana, who was from Nuri, and tortured her to reveal the location of the tunnel. But she chose to die rather than giving the secret away. Hence the castle was called Ananuri, and she became a legend. ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამდენიმეა. ანანურის კომპლექსი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით იმავე სახელწოდების სოფელში. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები. ანანურის სიმაგრეზე, ან სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადრეულ და მომწიფებულ შუასაუკუნეების ისტორიულ წყაროებში ცნობები არ მოიპოვება, მაშინ როდესაც გვიანფეოდალური ეპოქისათვის რამდენიმე ღირსშესანიშნავი დოკუმენტი მოიპოვება. ასეთი მდგომარეობა გასაგებია, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ციხე-სიმაგრე გვიანი წარმოშობისაა. კომპლექსის ადგილას არ ჩანს ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დასუსტების შემდეგ. იგი არაგვის ერისთავების რეზიდენციის ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, აქ იყო მათი მთავარი სამლოცველო და საგვარეულო სამარხი, ხოლო მისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, ერისთავთა რეზიდენციაც აქვე უნდა ყოფილიყო. პ. ზაქარაიას აზრით, ანანურის კომპლექსში ორი ტაძარზე განთავსებული ორი დიდი სამშენებლო წარწერაა, რომლებიც დაკავშირებულია არა არაგვის ერისთავებთან არამედ მის ძმებთან (მთავარი ტაძრის ეკელსია აგებულია ბარძიმ მდივანბეგის მიერ, ხოლო ღვთაების ტაძრის ბალდაქანი აგებულია ოთარ ერისთავის ძმის ედიშერისათვის). შესაბამისად მეცნიერი თვლის რომ, რადგანაც კომპლექსის ტერიტორიაზე არც სასახლე და არც მასთან დაკავშირებული ნაგებობის კვალიც არ შეიმჩნევა, შესაბამისად „არაგვის ერისთავთა რეზიდენცია დუშეთში იყო და სულ ბოლომდეც“. თუმცა იქვე წერს, რომ, „არაგვის ერისთავთა მუდმივი საჯდომი დუშეთი იყო, მაგრამ საჭიროებისა და შემთხვევის მიხედვით ერისთავები ანანურშიაც ისხდნენ“. 1723 წელს ანანურს თავს აფარებდნენ თეიმურაზი და კახელები ყიზილბაშთა, ოსმალთა და ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო. ვახუშტის სიტყვებით, მათ იქ ყოფნის დროს ლეკნი მოსდგომიან, მაგრამ ვერაფერი დაუკლიათ: „თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსით მივიდნენ ანანურს... ხოლო ლეკნი მოვიდნენ და მოადგნენ ანანურს. მაშინ განამაგრეს კახთა ანანური და ვერა ავნეს ლეკთა და უკუნიქცნენ“.

მსგავსი ვიდეოები