პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია


„გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ - დედაქალაქი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციას მასპინძლობს.

ოთხდღიან ღონისძიებას 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაერო-ს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმა და გენერალურმა პროკურორმა. აღინიშნა, რომ პროკურატურის განვითარება საქართველოს მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა პანდემიასა და ამ პერიოდში გაზრდილ კიბერდანაშაულებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან