ეუთო-ს მინისტერიალი

2 თვის წინ

უკრაინის ომის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე არსებული მძიმე გამოწვევები ამჯერად პოლონეთში განიხილეს. ეუთო-ს მინისტერიალი დასრულებულია. მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე საჭიროა ეუთო-ს გაძლიერება და ერთობლივი მოქმედება - ძირითადად ასეთი გზავნილები ისმოდა ლიდერების გამოსვლებში. მოსკოვის მწვავე კრიტიკის ფონზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა იყო, რასაც ეუთო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საუბრის დროს არაერთხელ ახსენეს საქართველო, მათ შორის ეუთო-ში ამერიკის ელჩმა, რომელიც „მოამბემ“ ჩაწერა. 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენების დროს მაიკლ კარპენტერი საერთაშორისო საზოგადების მაშინდელ არაეფექტურ რეაქციაზე მიუთითებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან