ჯეიმი ოლივერის 15 წუთიანი რეცეპტები

12/15/2014
Sulakauri Publishing-ის მიერ

http://jamie.sulakauri.ge/

ჯეიმი ოლივერის, ცნობილი ბრიტანელი ტელევარსკვლავისა და მსოფლიოში განთქ­მული მზარეულის, პოპულარული კუ­ლინა­რი­ული გადაცემა, რო­მელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გა­დის ალბათ ყველას გაქვთ ნანახი. ჯეიმის კულინარიული წიგნები კი ყველა ამ ქვეყანაში ბესტსელერია.

ამ ოქროს რეცეპტების კრებული ჩვენი ქვეყნის მკითხველისთვისაც არის ხელ­მისაწვდომი. შესანიშნავი, მადის აღმძვრელი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი დაგეხმარებათ, ყოველდღიურად მოამზადოთ ზომიერად კალორიული, სასა­რგებლო, ნოყი­ერი სადილი და, რაც ყველაზე მთავარია, მოამზადოთ უსწრაფესად – სულ რაღაც 15 წუთში! დარწმუნებული ვართ, რომ ეს წიგნი გახდება არა მხოლოდ დღესასწაულების, არა­მედ თქვენი ყოველდღიურობის მეგზური.

ჯეიმი ოლივერის მთავარი კულინარიული რჩე­ვა ასეთია: „დაარღვიეთ წესები! შეცვალეთ რეცეპტში პროდუქტები. მოამზადეთ გულით და აუცილებლად გემრიელი გამოგივათ!“

მაშ ასე, მოიმარაგეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და წიგნში მოცემული უნიკალური, საგანგებოდ შემუშავებული რეცეპტების მიხედვით 15 წუთში მოამზადეთ უგემრიელესი და ნოყიერი სადილი.

ვიდეოები „Sulakauri Publishing"-ისგან