როგორ უნდა განვითარდეს ბიოწარმოება ქვეყანაში
მიმდინარე წელს ბიოწარმოების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი დაფინანსება გაორმაგდა და 1 მლნ ლარი შეადგინა. როგორც პროგრამის განმახორციელებელ სოფლის განვითარების სააგენტოში #BMG-ის განუცხადეს, პროგრამისადმი ინტერესი მზარდია, ამოქმედებიდან დღემდე მასში ჩართვის სურვილი 60-მდე პოტენციურმა ბენეფიციარმა გამოხატა. მათგან 45-თან თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფოს ჯამური თანადაფინანსება კი ამ დროისთვის 442 ათას ლარამდეა. სააგენტოს ინფორმაციითვე, ბენეფიციარების 75%-მდე დაკავებულია მევენახეობით, დანარჩენები - მეფუტკრეობით, ერთ ბენეფიციარს კი დაფნა მოჰყავს. რაც შეეხება პროგრამის მეღვინეობისა და მეფუტკრეობის მიღმა გაფართოებას, სააგენტოს თანახმად, სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებების დამატებაც განიხილება. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ასევე თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ანაზღაურებას. პროგრამა ასევე ანაზღაურებს მევენახეობის მიმართულებით ორგანულ სასუქებს და ბიოპრეპარატებს, მეფუტკრეობაში კი ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენას. როგორ ვითარდება ბიოწარმოება ქვეყანაში, რა გამოწვევები არსებობს და რას უნდა ხმარდებოდეს სახელმწიფო დაფინანსება? სტუმარი: ნიკა ბაგალიშვილი - ბიომეურნეობა "სამყურას" დამფუძნებელი
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
წყალტუბოს გენერალური გეგმის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ უნდა განვითარდეს პანდემიის ფონზე გლობალური ტურიზმი
TV IMEDI
საინვესტიციო პროექტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ უნდა განვითარდეს გურჯაანის რაიონში ტურიზმი?- ინტერვიუ...
Vepkhia Giorgadze
როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპები საქართველოში?
Business Media Georgia
როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი?
Business Media Georgia
როგორ უნდა განვითარდეს გურჯაანის რაიონში ტურიზმი?- ინტერვიუ...
Vepkhia Giorgadze
როგორ უნდა განვითარდეს ქალაქის ისტორიული ნაწილი?
TV 25