რუსთავი: ცხოვრება ინდუსტრიულ ნანგრევებზე

09/09/2021

რუსთავი XX საუკუნეში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ცენტრი იყო. ქალაქში ფუნქციონირებდა 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის შედეგად მრავალი საწარმო გაკოტრების პირას დადგა, ნაწილი პრივატიზდა, ნაწილი კი ჯართად გაიყიდა.

დღესდღეობით, მძიმე ვითარებაში არიან საწარმოებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან ამ საწარმოებზე დამოკიდებულნი და რომელთა ექსპლუატაციის ხარჯზე ერთეულები მდიდრდებიან.

სამეწარმეო საქმიანობა ძველი ქარხნების ბაზაზე მიმდინარეობს, რის გამოც რუსთავის თავზე წარმოუდგენლად ინტენსიური მტვერია.

ინდუსტრიული საწარმოების ნანგრევებზე შენარჩუნებული ქარხნების გამონაბოლქვი შთანთქავს ქალაქს, რომლისთვისაც ინდუსტრია სიკვდილიცაა და გადარჩენაც.

ვიდეო მომზადებულია პროექტის \"ინდუსტრიული ქალაქები - სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საფასური\" ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაუწყებლის რედაქციას და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli..  .
Instagram:   / mautskebeli.  .
Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​

#მაუწყებელი

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან