2

11/20/2024

კრემლის მოთხოვნებს ოფიციალური კიევი და ვაშინგტონი ეხმაურებიან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხოლოდ უკრაინასა და ნატო-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდგომი განვითარების ვექტორი, მათ შორის უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი და ამავე პოზიციას იზიარებს ნატო-ც, რაც დასტურდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის განცხადებით.

ჩვენ ვნახეთ რუსული წინადადებები. ჩვენ ამ წინადადებებს განვიხილავთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულებების პროექტების შეფასებისას აღნიშნა. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი ამბობს, - არ დათმობენ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც ევროპული უსაფრთხოება არის აგებული. „ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა წარიმართოს. ნატო-ს შეშფოთება რუსეთის სახიფათო და მუქარისშემცველი ქცევის შესახებ ეფუძნება ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, ფუნდამენტურ დოკუმენტებს და დიალოგი ჩატარდება ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით. აღვნიშნავ, რომ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის ისიც, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.