Shmagi Medzmariashvili - მოგიტან სიყვარულს/ Mogitan Siyvaruls - ახალი 2022

05/14/2022
Shmagi Medzmariashvili Official-ის მიერ

ვიდეოგრაფი და რეჟისორი: შმაგი მეძმარიაშვილი / დავით ლორია
ტექსტის და მუსიკის ავტორი : შმაგი მეძმარიაშვილი
არანჟირება: ბექა გაბუნია
ბასი: ბექა გაბუნია
დრამი: გიორგი მიჩიტაშვილი
ფანდური: ჩაქო ლოლაშვილი
მონაწილეები და გადამღები ჯგუფი:
იაკო მელაძე, ყვავაძე ლუკა, იაკო ავალიანი, გიორგი მიჩიტაშვილი

Apple music: https://music.apple.com/us/album/quch...
Amazon: https://www.amazon.com/music/player/a...
Spotify: https://open.spotify.com/track/3X26qI...

© ℗ GMI Rights Management - https://www.gmi.ge



ამინდებს არეულს ვუცქერ და გავყურებ,
დაგიკრეფ იმედებს წვიმების წვეთებად...
შენშია ძვიირფასო, ის რაც მე მანცვიფრებს,
შენშია ძვირფასო, გრძნობათა მხილება.

ავკინძავ ოცნებებს ნანატრი ფერებით,
მოგიტან სიყვარულს დაგაბნევ მძივებად
და მერე მე და შენ, მზეს დაველოდებით
მზის ფერი საოცრად,საოცრად გიხდება.

შენა ხარ იმედი, დღესაც რომ მამშვიდებს,
ეს ჩემი ფიქრებიც სულ თავზე გევლება,
მე შენი თვალები ქვეყანას ვარჩიე,
სიცოცხლეს ვარჩიე, მე შენი ფერება.

და როცა აისი ფრთებს გაშლის სინათლის,
ცას და მზეს, ადრიან რომ გაეღიმებათ,
მე გეტყვი, ყველა გზას შენამდე მოვყავდი,
მიყვარხარ, ძნელია, შენი დავიწყება.

შენთან მსურს ცხოვრება, მეც თავზე გევლები,
მგონია სიცოცხლე, რომ ახლა იწყება,
მოწიე ძვირფასო, ხელებთან ხელები,
მე შენი, შენ ჩემი, ფერება გჭირდება.

გამომყევ ეს გზები წაგვიყვანს საუფლოს,
ქედს ვუხრი შენდამი რწმენას და ღირსებას!
საფიცრად გამიხდი ღმერთთანაც ვსაუბრობ,
რომ მხოლოდ შენშია გრძნობათა მხილება.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოს იცავს კანონი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. დაუშვებელია ვიდეოს გადმოწერა-გავრცელება ნებისმიერი სახით გარდა გაზიარებისა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიერ ატვირთული ვიდეო წაიშლება!