0

06/27/2024

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ბერბელ ბასი შალვა პაპუაშვილთან დისკუსიას გამართავს. აუდიენციის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, ბერბელ ბასი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსაც შეხვდება. განხილვის მთავარი თემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მომდევნო ნაბიჯები იქნება, ასევე იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე. ვიზიტის ფარგლებში ბერბელ ბასი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს. დაგეგმილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგი. ვიზიტი 12 ივლისს დასრულდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.