#Freemarketგიორგისთვის

03/11/2020
Storyline Studio-ის მიერ

თი ბი სი ბანკი - GE77TB7508245064300016
საქართველოს ბანკი - GE65BG0000000161065327
მიმღები - რომან გოგილაშვილი

პს. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 579187886, საქველმოქმედო ღნისძიებებს ჩვენ უანგაროდ ვიღებთ !

სოციალურ ქსელში ახალი საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ !

#ჩემიძმისთვის
#ჩემიძმისთვის #გიორგისთვის
ჩემს ძმას, გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება. მას ჯანმრთელობის პრობლემები 15 წლის ასაკში დაეწყო. მას 15 წლიდან მუდმივად სტკივა თავი. დადგინდა რომ ეს ყოველივე ნორმოტენზიული ჰიდროცეფალიითა გამოწვეული. მან თავის ტვინის შუნტირება ორჯერ გადაიტანა. პირველი შუნტირების შემდეგ დიდი იმედი გვქონდა, რომ გიორგის მდგომარეობა გამოსწორდებოდა, თუმცა განვითარდა სუბდურული ჰემატომა, რომელმაც გიორგის სიცოცხლეს უდიდესი საფრთხე შეუქმნა. საბედნიეროდ დროულად აღმოვაჩინეთ და ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა. გიორგი გადარჩაა, მაგრამ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვალა. საჭირო გახდა შუნტის გამოცვლა, ვინაიდან გიორგის მდგომარეობას პირველი შუნტი ვერ უმკლავდებოდა. ორი რთული ოპერაციის შემდეგ გიორგის ახალი ბრძოლა ჰქონდა გადასატანი - მეორე შუნტირება. ეს უკანასკნელიც ჩატარდა. გაიარა ადაპტაციის პერიოდმა, თუმცა გიორგის მდგომარეობა უცვლელია. საქართველომ თავის შესაძლებლობა ამოწურა. მე თქვენი დახმარება მჭირდება იმაში, რომ ჩემმა ძმამ ბედნიერად იცხოვროს. მიაღწიოს თავის მიზნებს და გამოცადოს საკუთარ ცხოვრებაში ის გამოცდილებები რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მინდა ჩემი ძმა უნივერსიტეტში წავიდეს და გული არ აერიოს, საკუთარი ძაღლის გასეირნება და მოვლა შეძლოს, ჩემი დაბადების დღე ჩემთან და ჩემს მეგობრებთან ერთად აღნიშნოს.
თითოეული დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში მისვლისთანავე კარებში მეგებება დედაჩემის ცრემლიანი თვალები, გიორგის უიმედო გამოხედვა და მამაჩემის დარდიანი მზერა, მამის რომელსაც საკუთარი ვაჟის დახმარება არ შეუძლია და უყურებს იმას თუ როგორ იტანჯება მისი შვილი, რომელსაც პირველად უყიდა ველოსიპედი, ასწავლა მანქანის მართვა, რომლის დღეების გალამაზებასაც ყოველდღე ცდილობს, თუმცა მის ძალებს საბოლოოდ აღემატება და მარცხდება. მათ ჩემი არ სჯერათ და არც მსგავსი აქტივობების, თუმცა ვფიქრობ ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოწვევაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდე. თქვენი იმედი მაქვს და ჩემი უძვირფასესი მეგობრების, რომლებიც გვერდით მყავს. საჭიროა სახსრების მოძიება, რომელიც ჩემს ოჯახს არ გააჩნია, რათა გიორგი გერმანიაში წავიდეს იპოვოს მისთვის შესაბამისი შუნტი და შეძლოს თავის ტვინის ამომწურავად და სანდოდ დიაგნოსტირება.

ანგარიშები :
საქართველოს ბანკი - GE65BG0000000161065327
თიბისი ბანკი - GE77TB7508245064300016
მიმღები - რომან გოგილაშვილი