კვირაზე მეტია სოფელი ცდოს (ყაზბეგის რაიონი) მოსახელობა წინააღმდეგობას უწევს კომპანია ”დარიალენერჯის”-ისთვის სს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (“სსე”) და შპს ”ენერგოტრანსი” , სოფლის ტერიტორიაზე უკანონოდ მშენებარე 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის (220 კვ-ან გაბარიტებში) ეგრედწოდებულ \"რეკონსტრუქციასა\" და ახალი მაღალი ძაბვის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობას, ეს გადამცემი ხაზები ნაწილია პროექტისა, რომელიც ასევე შეეხება სნოს ხეობის სოფლებს. მშენებლობის პროცესს აგრეთვე უკანონოდ ლობირებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. 17 აპრილს დააკავეს ადგილობრივი აქტივისტი ზაზა წიკლაური, მეორე დღეს ბრალდების შესწავლის მიზნით მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სამი დღით გადადო სასამართლო პროცესი და დარბაზიდან გაანთავისუფლა ზაზა წიკლაური. მიუხედავად ამისა ბრძოლა გრძელდება, 20 აპრილს 13:00 საათზე დაბა ყაზბეგის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება აქცია, რომელმაც ჯერ გადაინაცვლა სოფელ ცდოში, ხოლო მოგვიანებით სნოს ხეობის სოფლებში(ახალციხე, სნო, კარკუჩა) გაგრძელდა. ადგილობრივები მოითხოვენ გადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერების და პროექტის ალტენატიული ვარიანტის მიხედვით განხორიცელებას. აქციას თბილისიდან შეუერთდებიან გარემოსდაცვითი მოძრაობები: \"მწვანე მუშტი\", \"ახალგაზრდა მწვანეები\", \"მწვანე ალტერნატივა\" და ლაშა ჩხარტიშვილი. არსებული სიტუაციის მიუხედავად ხელისუფლება აგრძელებს აღებულ კურსს