Winsome We Care

07/22/2019
Winsome Wines-ის მიერ

სიღარიბე ნაცნობი თემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრი ჩვენგანი აღიზარდა ამ
პრობლემასთან ერთად. სამწუხაროდ, სიღარიბეს არ აქვს ასაკი. შედეგად, ამ სულიერ
ტკივილს განიცდიან ბავშვებიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც უცოდველი გული და
გონება ვერ ეგუება სამყაროს უსამართლობას, თავისუფლებას კი თვითმკვლელობაში
პოულობს.

ჩვენ ვართ სოციალური ცხოველები, აქედან გამომდინარე ჩვენთვის გადამწყვეტია
ურთიერთკავშირი, გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. „ბედნიერება მაშინ არის
რეალური როდესაც სხვას უზიარებ“ ასევე „გაზიარებული პრობლემა, ნახევარი
პრობლემაა“. გვჭირდება, რომ ვიყოთ შესამჩნევნი ერთმანეთისათვის. თუ
ერთმანეთის გვერდით დავდგებით ცხოვრების სიმძიმეს დავაბალანსებთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის აზროვნება გაფერმკრთალდება. მზე თანაბრად
უნდა ანათებდეს დედამიწაზე,ყვავილის სილამაზე აღქმული უნდ იყოს თითოეული
ჩვენგანის მიერ, ხოლო ღიმილი გულწრფელი.
კომპანია „ვინსამ ვაინსი“ მონაწილეა თქვენი ღიმილისა და ცრემლების. “ვინსამ
ვაინსი“ საქართველოში მხარდამჭერი გახდა პროექტის: „უნიკალური იდეა-2019“
ორგანიზებული ხალხის ძალა საერთაშორისო კეთილდღეობის ასოციაციის მიერ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს
შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ თავიანთი უნიკალური და ინოვაციური ბიზნეს
იდეები. ჩვენ ვქმნით მომავალ შესაძლებლობებს მათთვის. ჩვენი კომპანია ხელს
უწყობს მონაწილეებს ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ და თვითრეალიზებულ
ბიზნესმენებად.
კომპანია „ვინსამ ვაინსი“ ახორციელებს პროგრამას “ვინსამ ჩვენ ვზრუნავთ” რომლის
მიზანია აქციოს ცხოვრება შედარებით ნაკლებად მძიმე ტვირთად სიღარიბის ზღვარს
პირას მყოფი ოჯახებისათვის საქართველოს მასშტაბით. ოჯახები რომელსაც აქვს
არასაკმარისი ფინანსები თავი გაიტანონ „ვინსამი ჩვენ ვზრუნავთ“ მხარს დაუჭერს
მათ სხვა და სხვა ფორმით. ადამიანი ვინც ცხოვრობს მარტო, ან არის
მრავალშვილიანი, ვინც იტანჯება ავადმყოფობისაგან და იბრძვის გადარჩენისათვის
„ვინსამ ჩვენ ვზრუნავთ“ მზადყოფნაშია. ადამიანის არსებობის უმთავრესი

მოვალეობაა - პატიოსნება და მზრუნველობა იმ ადამიანების მიმართ ვინც ამას
საჭიროებს.
ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს ინიციატივაში, რომ ვაქციოთ დედამიწა უკეთეს
ადგილად ცხოვრებისათვის. დღევანდელი მონაცემებით, სხვაგან წასასვლელი არ
გვაქვს. ყოველი ადამიანი გაიზიარებს ბრძნულ გამონათქვამს „მოიქეცი ისე, როგორც
გინდა, რომ მოგექცნენ“.

Great work team winsome wines .

#winsomecare
#westandforchange

ვიდეოები „Winsome Wines"-ისგან