თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი გარდაიცვალა. დაშავდა თავად თავდამსხმელიც, რომელმაც 70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.