„დემოკრატიის ფესტივალი” ოპოზიციის მონაწილეობით


დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელშიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ წრეებში.

ფესტივალზე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ატრიბუტიკისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერების გამოჩენას მკაცრად აკრიტიკებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ დეპუტატები დანიური დაფინანსებით გამართულ შეხვედრებს წინასაარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის უხეშ ჩარევად აფასებენ. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ ფესტივალის მიზანი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან