გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება


დამძიმებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მოსალოდნელი პროგნოზები - ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ზაფხულის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას ელოდება, პიკს კი შემოდგომაზე ვარაუდობს.

ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა. ამიტომ არ არ არის გამორიცხული, რომ ექსპერტთა საბჭომ მთავრობას დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულების აღდგენის რეკომენდაციით მიმართოს. მიმართვიანობა კლინიკებში გაზრდილია. ექიმები „ომიკრონის“ გავრცელებული შტამების განსხვავებულ მიმდინარეობაზე საუბრობენ. ირკვევა, რომ BA 5 შტამით ინფიცირებულთა გარკვეულ კატეგორიას სიმპტომების ნაწილი, მათ შორის მაღალი ტემპერატურა, წინა შტამებთან შედარებით გაცილებით დიდხანს უგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან