19 აგვისტოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

18.08.2023 10:36

19 აგვისტოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვარმა სამი მოწაფე გამოარჩია: პეტრე, იაკობი, იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ იესო ლოცულობდა, მოწაფეებს ჩაეძინათ. გამოღვიძებულებმა იხილეს, რომ მაცხოვარმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა. მაცხოვარს გვერდს უმშვენებდნენ ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი. მათ თავზე ნათელი დაადგათ და უფლის ხმა მოესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, ისმინეთ მისი“. მოწაფეები შიშით მიწაზე დაემხვნენ. მაცხოვარმა ისინი წამოაყენა, დაამშვიდა და გააფრთხილა, რომ ეს ამბავი მის მკვდრეთით აღდგომამდე, არავისთვის ეთქვათ. ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ, ხილს აკურთხებენ, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი, რომელიც იმ სიწმინდეს იბრუნებს, რითაც იგი ედემის ბაღში იყო მოსილი. ფერისცვალებას გილოცავთ, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, უფალი გფარავდეთ! #ეკლესია #სარწმუნოება #მრწამსი #მართმადიდებელი #ქრისტიანი #პატრიარქი #ტაძარი #მეუფეშიო #ფერისცვალება #დღესასწაული

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
17:08

19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ფ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალების დღესასწაულს ზეიმობს.
03:21

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალების დღესასწაულს...

Arili News TV

19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
05:17

19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფე...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
10:37

19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფე...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
01:07

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას...

მეცხრე არხი ახალციხე

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს
01:43

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გუბაზ სანიკიძე: ამ პროექტებმა შეიძლება ძალიან სერიოზულად მოგვათქმევინოს სული
08:03

გუბაზ სანიკიძე: ამ პროექტებმა შეიძლება ძალიან სერიოზულად მოგ...

ეროვნული ფორუმი

19 აგვისტოს, 23:00 - „ჰამლეტი”
01:15

19 აგვისტოს, 23:00 - „ჰამლეტი”

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო