საქართველოს მოქალაქეები ავღანეთიდან ბრუნდებიან

თითქმის 48 საათიანი გრძელი გზა სამშობლომდე, რომელსაც წინ უძღოდა ექვს დღიანი დაძაბული მოლოდინი ქაბულში, - ქალაქში, რომლის კონტროლიც თალიბანმა აიღო ხელში. საქართველოს ის 16 მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ავღანეთიდან გუშინ განხორციელდა, თბილისში რამდენიმე საათში ჩამოვა. ამჟამად ისინი, დიდ ბრიტანეთში სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. ქაბულიდან ისინი ბრიტანული ბორტით ჯერ დუბაიში, შემდეგ კი ლონდონში გადაიყვანეს. საერთო ჯამში საქართველოს 24 მოქალაქე აღმოჩნდა ცხელ წერტილში. ამჟამად ყველა მათგანი გამოყვანილია და უსაფრთხოდ არის. რას ყვებიან ლონდონში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, - მათ გენო ოსიყმაშვილი ესაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები