მკვლელობა კახეთში

სამი მოკლული და ორი დაჭრილი - წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის ორი ადამიანია დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლულებს შორის ერთი მისი ძმა, ზვიად ზვიადაურია. მსხვერპლი ორივე მხარესაა. შსს მომხდარს ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს უკავშირებს. ვრცელდება არაოფიციალური ვერსიებიც. დანაშაულის ადგილი დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ ცივი იარაღიც გამოიყენეს. ამ ეტაპზე ორივე დაკავებული დუმს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები