ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები / Give Tulips to One Another
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები დღე დგება უტყვი და უჩვევი, მეწამულ ბილიკზე ვდგები, - ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე, გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები. თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები, თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით... ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი. ყველას სიყვარულში გიტყდებით, გლოცავთ და მიშრება ყელი, - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი! გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, - ავუვსოთ ერთმანეთს გულები, სიყრმის და სიცოცხლის რწმენით! ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით. სიტყვა გამოვნახოთ თბილი, - ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები, ფარად ავეფაროთ თბილისს! ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები, შევუწყოთ ერთმანეთს ხმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები. ო, სისხლო, რა უცებ წყალდები, ო, გულო, რა უცებ თვრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები. ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ, ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ! დავუთმოთ ერთმანეთს დილა და დავუთმოთ ერთმანეთს ღამე! მორის ფოცხიშვილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა http://en.wikipedia.org/wiki/April_9_... Give Tulips to One Another, 1989
Christine Robakidze-ის სხვა ვიდეოები
დები იშხნელები - არც ჰოს ამბობს
04:11
Imagination - ხელოვნური სუნთქვა Soundtrack (Full V...
02:12
ვალერიან ძაგნიძე / შალვა ჩხიკვაძე _ მტრედო(1950)
04:09
ინოლა გურგულია _ შენთან მინდა ( Inola Gurgulia )
03:44
შოთა ადამაშვილი _ კაფე Jazzarte
04:05
შოთა ადამაშვილი _ კაფე Jazzarte
02:12
ვალერიან ძაგნიძე და შალვა ჩხიკვაძე _ ჩემო ვარსკვლა...
02:51
ვალერი ხაჩიძე _ ახალი ფორმაციის გმირი
მსგავსი ვიდეოები
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები - Give Tulips To One Another
Khonski
ცისფერი ტრიო - ქართულო მიწავ / Tsispheri Trio - Georgian Lan...
ჯემალ სეფიაშვილი / Jemal Sepiashvili
25 ახალგაზრდა მომღერალი-ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები / 25 Young...
ჯემალ სეფიაშვილი / Jemal Sepiashvili
ბესიკ კალანდაძე - საქართველოს ცისთვის / Besik Kalandadze - F...
ჯემალ სეფიაშვილი / Jemal Sepiashvili
მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამარ ჭოხონელიძე - კარალეთის დღეები
ჯემალ სეფიაშვილი / Jemal Sepiashvili
ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 201...
Georgia Official
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
TV IMEDI
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
gugageo