Red Bull BC One 2013

22.04.2013 07:54

Red Bull BC One 2013 - ამიერკავკასიის ფინალში ქართველმა ბი-ბოიმ გაიმარჯვა! 20 აპრილს 20:00 საათზე თბილისში, ტელევიზიის მესამე პავილიონის შენობაში ბრეიქდანსის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი - Red Bull BC One 2013 - ამიერკავკასიის ოფიციალური შესარჩევი ტური გაიმართა. შეჯიბრში 16 ბი-ბოი (5 ქართველი, 5 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი) შეხვდა ერთმანეთს; ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული B-Boy Pioneer (საქართველოს წარმომადგენელი რობა ლეონტიევი), რომელიც შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევში გაემგზავრება, საკვალიფიკაციო ეტაპში გამარჯვების შემთხვევაში კი სეულში - Red Bull BC One 2013 - ის მსოფლიო ფინალზე. B-Boy Pioneer ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელ Boocas-ს დაუპირისპირდა და მას ერთი ქულით მოუგო. საინტერესოა, რომ B-Boy Pioneer 2011 და 2012 წლებშიც გავიდა ფინალში, მაგრამ ორივეჯერ აზერბაიჯანელ KillaJazz-თან წააგო. წელს მან, როგორც თვითონ აღნიშნა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მონაწილეებს შორის ყველაზე ძლიერი ყოფილიყო - ძალიან ბევრს ვარჯიშობდა და ემზადებოდა ფსიქოლოგიურად, რამაც შედეგი მოიტანა და მან ფინალში მოწინააღმდეგე დაამარცხა. https://www.redbullcontentpool.com/ http://artarea.tv

გაზიარება: