SmartPay სერვისი

11/25/2012

სიახლე მაგთიკომისა და ლიბერთი ბანკისაგან

დღეიდან თქვენ უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ტელეფონიდან მართოთ თქვენი Sმარტივი ანგარიში SmartPay სერვისის საშუალებით.

SmartPay მენიუს დახმარებით შეგიძლიათ:

✔ შეავსოთ როგორც საკუთარი, ისე მაგთიკომის სხვა აბონენტის მობილური ანგარიში;
✔ გადაიხადოთ თქვენი Sმარტივი კალათის დავალიანება;
✔ შეამოწმოთ თქვენი Sმარტივ(ებ)ი - ბალანსი;
✔ გადარიცხოთ თანხა თქვენი Sმარტივიდან სხვა Sმარტივზე;
✔ გადაიტანოთ თანხა თქვენი Sმარტივიდან მასზე მიბმულ eMoney საფულეზე და პირიქით, გადმორიცხოთ თანხა eMoney საფულიდან Sმარტივზე;
✔ დაარეზერვოთ სასურველი Sმარტივი ნიკი;


SmartPay-ით სარგებლობისათვის აკრიფეთ *555#OK და მთავარი მენიუდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ოპერაცია. სერვისის გამოყენებისათვის საჭიროა გქონდეთ მაგთიკომის ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი და Sმარტივი ბარათი.