რამდენიმე თვის წინ წალკაში სოფელ სამების, ჯვრის მამათა მონასტერში, გადაცემა ეთნოფორის შემოქმედებითი ჯგუფი ვსტუმრობდით. მოვამზადეთ გადაცემა, მონასტერში მოღვაწე მონაზვნების და მათი აღსაზრდელების მონაწილეობით იხ. გადაცემა ➡️ • ეთნოფორი • etnopori (გადაცემა ორასოცდ... ვფიქრობ ეს გადაცემა ერთ-ერთი ღირებული შენაძენია ჩვენს არქივისთვის, სადაც #ეთნოფორის ერთგულ მაყურებელს შეძლებისდაგვარად გავაცანით ფუტკარივით მშრომელი სასულიერო პირები, მათი ღვაწლი, განსაკუთრებით ქართული ტრადიციული საგალობლების მოვალა-პატრონობა, განვითარების კუთხით. მონასტერი, ხომ ისტორიულად განათლების, კულტურის, მეცნიერების კერა და სამჭედლო იყო.
ჩვენი იქ ყოფნის დროს არაერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ახლად წმინდანად შერაცხული „წმინდა სევერიანე დიაკონი, აჭარელი აღმსარებელზე “, ვინაც აჭარაში რამდენიმე საუკუნოვან ოსმალთა ბატონობის შემდეგ, პირველი სასულიერო პირი გახლავთ.
მისი მოღვაწეობა ბევრისთვის ცნბილია. ხოჯის ოჯახში დაბადებული, ათეიზმის პერიოდში მცხოვრები, სასწაულებრივად მონათლული და თუ როგორი სიყვარულითა და რუდუნებით მიუძღვნა თავისი სიცოცხლე ქრისტეს მოძღვრების ქადაგებას. სწორედ მისი ქადაგებითა და მოღვაწეობით შთაგონებულმა შეიყვარა ქრისტე, სახარება და შემდგომში თავისი ცხოვრებაც სასულიერო გზას დაუკავშირა, წმინდა სევერიანეს ხორციელმა ძმამ, ყველასთვის საყვარელმა მამა სერაფიმე ბერიძემ. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე აყვანილ იქნა სქიარქიმანდრიტის ხარისხში და აღესრულა, როგორც ბერი სისოს. ბერი სისო ჩემთვის „წმინდანი“, თავისი საქმე-საკეთებლითა და უშრეტი სიყვარულით, რაც ყველა ჯერზე მისი სახელის გახსენებისას, მითბობს გულს მე და ბევრ სხვას.
ბერი სისოს ხორციელი შვილი კიდევ, ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი, ვის სახელსაც უკავშირდება არაერთი აღმშენებლობითი თუ საგანმანათლებლო საქმე ჩვენს ეპარქიაში, მათ შორის ქართული ტრადიციული გალობის ხელშეწყობა, ახალშენის ფერიცვალების სახელობის ტაძრის(ბათუმ-ლაზეთის ეპარქია) წინამძღვარი დეკანოზი ბასილ ბერიძე გახლავთ.
წმინდა წევერიანეს შვილთაშვილი კიდევ, ჩემი უახლოვესი და ძვირფასი მეგობარი „აჭარაში თურქთაგან წამებულ დედათა და მამათა“(ბათუმ-ლაზეთის ეპარქია) სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ილია ვარშანიძე გახლავთ.
ამდენად მადლიანი და სამაგალითო წმინდანი შეემატა სულ ახლახანს, ჩვენს კუთხეს, ქვეყანას და მართმადიდებლურ სამყაროს.
ყველა კეთილი საქმე რათქმაუნდა ღვთის წყალობითა და მადლით ხდება, თუმცა ჩვენი მონდომება, მისწრაფება, გამოთხოვა, საქმე და თავგანწირვა უმნიშვნელოვანესია კეთილი საქმის აღსრულებისთვის და აქ ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილის ღვაწლი დიდია. სინერგია კაცისა და ღვთის ურთიერთობის სწორედ ურთიერთ სიყვარულში ვლინდება. 2014 წელს სოფ. ჩაქვიდან, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, „ფერიის ყოველთა წმინდათა“(ბათუმ-ლაზეთის ეპარქია) სახელობის მონასტერში გადმოსვენებულ იქნა დიაკონ სევერიანეს და მისი მეუღლის ქალბატონ გულისერის ნეშტი. მაშინ იქ მყოფებს ვერც კი წარმოგვედგინა თუ მზადდებოდა საკითხი წმინდა სინოდზე განსახილველად, იკვრებოდა და გროვდებოდა მასალები მამა სევერიანეს კანონიზირებისთვის.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და შეგვეწიოს „წმინდა სევერიანე დიაკონი, აჭარელი აღმსარებელი “.
* * *
და აი, ზემოთ თქმულ მონასტრიდან ამ რამდენიმე დღის წინ შემეხმიანა მონაზონი გიორგი ასკურავა და გახარებულმა მითხრა, რომ შეიქმნა ტროპარი და გაეწყო საგალობელი. ჯერ ნოტები გამომიგზავნა, ხოლო შემდგომ მონასტერში არსებული ტაძრის მგალობლების მიერ უკვე გაცოცხლეული საგალობელი, რასაც ამ ვიდეო ფაილში ისმენთ.
გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ტროპარის ტექსტის და ხმაზე გაწყობისთვის მონასტრის წინამძღვარს იღუმენ ლუკიანე ბუდაღაშვილს, მონაზონ გიორგი ასკურავასა და ექვთიმე კრუპიცკს. მათი მსახურების შესახებ გადაცემის ბმული ზევით დავდევი და უმორჩლესად გთხოვთ ნახოთ, ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ტაძრის მგალობლების მიმართ, რომელთაგან უმრავლესობას პირადათ ვიცნობ და ვმეგობრობ, არაერთხელ ყოფილან ჩვენი გადაცემის გმირები.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ტექსტის რედაქტორს ბატონ ედიშერ ჭელიძეს და მუსიკალურ რედაქტორს ყველასთვის საყვარელ „გალობის რაინდს“ ბატონ მალხაზ ერქვანიძეს
სათქმელი გამიგრძელდა, მაგრამ არ შემეძლო ის სიხარული სხვაგვარად გამომეხატა, რაც ტროპარის შექმნით განვიცადე. ვულოცავ განსაკუთრებით მგალობლებს და სურვილის შემთხვეაში გთხოვთ გაავრცელოთ და გააჟღეროთ თქვენი ტაძრის მგალობელთა გუნდებში.
* * *
ტროპარი
მთავარანგელოზთა მიერ აღმოგიწოდა ღმრთისა სახიერებამან ნათლად, იცან შენ მწყემსი კეთილი და დაუტევე სჯული იგი უნაყოფოი, კადნიერად აღიარე და ჰქადაგე ღმერთი, სამგუამოვნად ცნობილი და ერტარსებით დიდებული, სანთელო საღმრთოისა მის ნათლისაო, სევერიანე, ევედრე მხსნელსა ჩვენთვის.
ხსენება 22 აგვისტო
* * *
წმინდანის საფლავი მდებარეობს: „ფერიის ყოველთა წმინდათა“(ბათუმ-ლაზეთის ეპარქია) სახელობის მონასტერში.