გუდანის ჯვარი
-http://www.ReflictNetwork.com/apply?r... - - - - - - - მუცოს გოდება - - - - - - - -
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს...
მისამღერი:
---
არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი
თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ
ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია
---
ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაჰბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
მისამღერი
|---|
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარული მუცო.
მისამღერი
|---|
გამათიბე ჩემო ცელოო,
ქადას გამოგიცხობენო
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო.
მსგავსი ვიდეოები
გუდანის ჯვარი - გოგა ბასილაძე
Gogs Songs
გუდანის ჯვარი - მაღლივი
GeorGe HooNiGaN
გუდანის ჯვარი - Remix - ვაჟა და თამარი Ai / Gudanis Jvari -...
ვაჟა და თამარი
ლელა ნაყეური - გუდანის ჯვარი / Gudanis jvari
Lela Nakeuri Official
მეხუთე სეზონის ბიჭები "გუდანის ჯვარი"
Mamuka Arabuli
მეხუთე სეზონი-გუდანის ჯვარი
Стич
მეხუთე სეზონი-გუდანის ჯვარი
Marika Sakhvadze
Aluda Qetelauri - გუდანის ჯვარი
chigho