GFC15 | სნაიპერის კიდევ ერთი ფატალური გასროლის მოლოდინში

14.02.2022 02:22

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულთა საზოგადოება საქართველოში ახალი სეზონის პირველი დიდი შოუს მოლოდინშია! 16 თებერვალს, MMA-ში GFC-ის (Georgian Fighting Championship) ორგანიზებით და კომპანია ევროპაბეთის ხელშეწყობით მორიგი ორთაბრძოლები გაიმართება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა: ქართველი მებრძოლების გარდა, წლის პირველ ივენთზე უცხოელი სპორტსმენებიც იჩხუბებენ. GFC 15-ზე სულ 22 მებრძოლი იასპარეზებს. 11 დაპირისპირებიდან 5 შეხვედრა მეინ ქარდზე შედგება, მაგრამ ანდერ ქარდსაც (6 ჩხუბი) თავისი ინტრიგა აქვს. ორთაბრძოლებს უკვე ტრადიციულად საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის სპორტული კომპლექსი (თბილისი, შატილის ქუჩა #4) უმასპინძლებს, პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. 🔗 დეტალურად: https://eb.ge/GFC15 🔗 ბილეთები: https://bit.ly/GFC_TKT

გაზიარება: