"მოამბე" 20 საათზე, 7 სექტემბერი, 2015

07.09.2015 56:51

• "მე არ მინდა მონაწილეობის მიღება იმაში, რაც აქ ხდება " - ზვიად სიჭინავა გადადგა. ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება; • არაფორმალური მმართველობა, ეჭვები პოლიტიკურ დევნაზე, ევრო-ატლანტიკური სწრაფვა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა - საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემები; • ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ნაკადი არ წყდება - ევროპა საემიგრაციო კრიზისიდან გამოსავალს ეძებს; • ავსტრია მიგრანტებისთვის საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამ ქვეყანში უნგრეთის გავლით 17 ათასი დევნილი ჩავიდა, გერმანიაში კი 20 ათასზე მეტი; • 12 ოპოზიციური პარტია ახალი ინტერპარტიური ჯგუფის შექმნას ითხოვს - პოლიტიკოსები იმედს იტოვებენ, რომ ამ ფორმატში მაინც შეძლებენ 2016 წლის არჩევნმებამდე მმართველი კოალიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე დაითანხმონ; • თამაზ მეჭიაურია - "ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ" - მმართველი კოალიციის წევრი აცხადებს, რომ საბოდიშო არაფერი უთქვამს, პირიქით ბოდიში იქით უნდა მოუხადონ; • თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობა დაიწყო - თანამედროვე ავიალაინერებისთვის ნაწილების გამოშვება 2017 წლიდან იგეგმება; • ხმაური და დაპირისპირება კახეთში - რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ არის შესული, მევენახეები კი ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებას თხოვენ; • "გაიცანი საქართველო" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი ჟურნალისტებისთვის; • საქართველო - ირლანდია პირველ არხზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მატჩი დუბლინში, "ავივას" სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება; • ახალი სეზონის პირველი რეპეტიცია. ნიუ იორკი, ვაშინგტონი, ფილადელფია და ბალტიმორი - ნაციონალური ბალეტი ხანგრძლივი გასტროლისთვის ემზადება.

გაზიარება: