BAG-ის ახალი წევრი - “ენსისი”

24.09.2021 45:12

BAG-ის წევრთა რიგებს 2009 წელს დაარსებული კომპანია NCC შეუერთდა, რომელიც 3 ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და საშენი მასალების წარმოება. საქართველოს მასშტაბით, „ენსისის“ 200-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, რთული და მასშტაბური საინჟინრო პროექტები: გზების კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია, ხიდების, სახიდე გადასასვლელების, გზაგამტარების, პანდუსებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალსადენისა და წყალარინების ქსელების მოწყობა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და გეგი ქელბაქიანი, ენსისის გენერალური დირექტორი სტუმრად #საქმიანდილაში სამომავლო გეგმების შესახებ

გაზიარება: