როგორ ავაწყოთ დრონი. სატესტო ფრენა | episode #4

25.06.2018 05:41

24 ივნისს გავედით ახალი დრონის დასატესტად. შეგრძნებები ამ კვადისგან დაუვიწყარია. მისტერ სტილს გათვლილი აქვს უამრავი ნიუანსი ელექტროძრავიდან დაწყებული დამთავრებული PDB-თი. ჩემი წინა 210 დრონისგან განსხვავებით სულ სხვანაირად გემორჩილება ეს კოპტერი ცაში. ამიტომაც მომიწევს საკუთარ თავზე მუშაობა. პრობლემებს რაც შეეხება ეს არის გოპროს სფეროდან. ატყობთ ალბად ვიდეოში jello-ს არტეფაქტებს. რაც არანაირად არ არის გამოწვეული დრონის ვიბრაციით. სპეციალურად დავდე ფპვ კამერის ჩანაწერიც. ერთადერთი ეჭვს ბადებს გოპროს სეთინგები. ადრე სუპერვაიდით და 47ფპს-ით ვიწერდი ამ ჯერზე ნეროუ და 60 ფპს მქონდა დაყენებული. საბოლო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა :) #სიახლეები #ვლოგი #დრონი #fpv

გაზიარება: