34 წლის ქართველი ემიგრანტი თურქეთში წამებით მოკლეს მკვლელობის ახალი დეტალები შოთო სიხარულიძე


\"34 წლის ქართველი ემიგრანტი თურქეთში წამებით მოკლეს\" თურქეთში მოკლული 34 წლის ემიგრანტის მკვლელობის ახალი დეტალები შოთო სიხარულიძის პირდაპირი ჩართვა --- ემიგრანტის მკვლელობის ახალი დეტალები შოთო სიხარულიძის პირდაპირი ჩართვა \"ელენეს ქუჩაში მის მეზობლად მცხოვრები ყრუ-მუნჯი მამაკაცი დახვდა, სახლში დანის მუქარით შეიყვანა და სასტიკად აწამა\" ელენე 13 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. როგორც \"ემიგრანტების იმედი\"ს თემაზე მომუშავე, შოთო სიხარულიძემ განაცხადა, ელენეს ქუჩაში მის მეზობლად მცხოვრები ყრუ-მუნჯი მამაკაცი დახვდა, სახლში იარაღის მუქარით შეიყვანა და სასტიკად აწამა. სწორედ შოთო სიხარულიძემ გაავრცელა ინფორმაცია მომხდარის თაობაზე. შოთო სიხარულიძე:
- პირველ სართულზე ცხოვრობდა მკვლელი. ელენეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, მკლელობაში ბრალდებულის სახლის წინ უნდა გაევლო. ჩაუსაფრდა და დანის მუქარით სახლში შეიყვანა. გარეთ დარჩა ელენეს ტუფლი და ჩანთა. იმით მოიძებნა და დილით იპოვეს. მან სკამზე სკოჩით მიბმული ახალგაზრდა ქალი სასტიკად აწამა, გადაუჭრა ვენები და ბოლოს ყელი გამოჭრა... მკვლელობაში ბრალდებულის გვარ-სახელია მეთინ არზიკი. მან გაქცევა სცადა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ჩვენმა ერთიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, თუმცა აღიარებს თუ არა მკვლელობას და მკვლელობის მოტივად რას დაასახელებს ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. (წყარო)
სიხარულიძისვე ცნობით, ელენე წარმოშობით ზესტაფონიდან იყო და მას დედ-მამა ცოცხალი არ ჰყავს.
ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქციებს აანონსებენ.
,,ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელის შოთო სიხარულიძის თქმით, ქართველი ემოგრანტების პოზიციაა ,,დადგნენ ყველა ერთად და აღიკვეთოს ქართველი ემიგრანტების სიკვდილიანობის ფაქტები”.
შოთო სიხარულიძის თქმით, ემიგრანტები თავს დაუცველად გრძნობენ.   • 34 წლის ქართველი ემიგრანტი თურქეთში წ...

ვიდეოები „ქართველი ემიგრანტები შოთო სიხარულიძე 2016"-ისგან