FuLA - გათენებას გავხარ

06/20/2018
kadu X-ის მიერ

subscriber :    / @kadux9300  
  / armevasebitsulitdampalixalxiii  

Lyrics:

თუ ჩემი კვლავ გესმის, დაასაფლავე ნისლებში დარდი,
თუ კითხვა დამესმის, ვარ „მესაფლავე“ რითმების, კარგი ...
დარგე დედამიწა, როგორც „ნაწვიმარ სილაში ვარდი“,
თუ „ტოტებს ქარისას“ ოცდამეშვიდედ „გადაჰყვა მარტი“ ...
რომ არ დაიბნე მე გეტყვი ორი გზა არის მარტო,
რით ვერ გაიგე, ცხოვრება უნდა გაააზარტო,
თვალები დახუჭო ვიწროდ, მერე გაახილო ფართოდ,
მერე გადავუფრინოთ ღმერთების ცას - უნებართვოდ.
ვართ არავინები და სულ მივდივართ არსაით,
სანამ აღარ ვიქნებით ვიღელვებთ შავი ზღვასავით,
პასუხს არ ვაგებთ, თითქოს ღმერთის განგებასავით,
და სულ ვანათებთ, „ჩრდილოეთის ნათებასავით“,
ჩვენ არ ვასწავლით სხვებს,
ჩვენ თვითონ არ გვისწავლია,
ჩვენი ცურვა ამ სამყაროშია თავისთავადი,
გზას აღარ ვაჩვენებთ „ბრმებს“ და უკვე კაი ხანია
ჩვენთვის გულში რომ ფიქრობთ: ერთი დედაც ამათი ! ...

გათენებას გავხარ,
ჩემი ფანჯრიდან ცის...
გათენებას ...
გათენებას გავხარ,
ჩემი ფანჯრიდან ცის...

გათენებას ...
და თუ სიმარტოვე იქნება ამ ყველაფრის ბოლო,
ისღა დამრჩენია წასულებს თვალი გავაყოლო,
მუდამ ვიქნები თქვენთნ, მაგრამ მე ვიქნები სოლო,
ვერ დააფასე „სასახლე“ სანამ არ იგრძენი „სორო“
ვერავინ ვერ მიმიზნებს,
მე ვსუნთქავ ჩემს სიგიჟეს,
ვერავინ შემიშლის ხელს,
იტირე თუ ყელში გიჭერს ...
ჩემში ეძებ ალგორითმებს
და არა მარტო რითმებს,
ვინც ძალას მარტო იკრეფს,
ის თმაშს მარტო იგებს.
თუმცა ხომ თამაშ გარეა,
ჩვენი ყოველი ქმედება,
რა სიწყნარეა...
და როგორ მეიმედება,
რა და ის რომ ზის ის მიყურებს, ხმას რომ არ იღებს
თვითონაც არ იცის, რისთვის და როგორ მაღიმებს ...
ჩვენ კარგად ვიცნობთ ამინდებს, უხმოდ ვესაუბრებით,
აღარ გავდივართ გავლილს, დავდივართ სულ სხვა რუქებით,
ნუ გამოგვიგზავნი გზავნილს, ამ გზაზე ღამეს ვათევდით
ათი ათასი ცხოვრება ... და ბოლოს თავად გავთენდით ...

გათენებას გავხარ,
ჩემი ფანჯრიდან ცის...
გათენებას ...
გათენებას გავხარ,
ჩემი ფანჯრიდან ცის...
გათენებას ...