Next Group-მა Radisson Hotel Group-თან აპარტამენტების აშენებაზე ხელშეკრულება გააფორმა

08/30/2022
NEXT-ის მიერ

საინვესტიციო-დეველოპერული კომპანია Next Group საერთაშორისო ბრენდებთან Wyndham-თან და Radisson-თან თანამშრომლობით ხუთვარსკვლავიან კომპლექსებს აშენებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ საქართველოში Radisson Hotel Group-ის მასშტაბების გაფართოების შესახებ. გავაფორმეთ ხელშეკრულება Next Group-თან Radisson Blu Resort \u0026 Residences Batumi, Gonio აშენებასთან დაკავშირებით და გავაძლიერეთ ჩვენი წამყვანი პოზიციები ქვეყანაში. ეს იქნება უნიკალური პროექტი - Radisson-ის აპარტამენტები, რომელსაც პირდაპირ წვდომა ექნება სანაპიროსთან და აღჭურვილი იქნება ყველა იმ დეტალით, რაც დამახასიათებელია Radisson Blu-სთვის. ასევე ვამაყობთ იმით, რომ ვთანამშრომლობთ Next Group-თან და გვსურს მადლობა გადავუხადოთ მათ ნდობისთვის“,- განაცხადა Radisson Hotel Group-ის, აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ჯენკინსმა.

https://bm.ge/ka/video/next-group-axa...

https://fb.watch/f87AO1M58y/