კომპლექსური დავალება ფილმის თრეილერი- scratch

12/08/2019
TSOTNE GVAJAIA-ის მიერ

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: მეოთხე
ძირითადი რესურსი: ,,მე და ანა - ზაფხულის არდადეგები’’ სანდრა მ.ჰამბრის მიხედვით

თემა: სიკეთე, გულმოწყალება

საკითხი: სიუჟეტი, ხედვის კუთხე, პერსონაჟი, დეტალი

პროგრამა: ,,Scratch’’

დავალების პირობა:

,,ფილმის თრეილერი\"



იცი რა არის ფილმის თრეილერი? ალბათ რომელიმე ფილმი განსაკუთრებით გიყვარს. ვინმეს რომ ეთხოვა შენთვის მომიყევი ამ ფილმის საუკეთესო ეპიზოდებიო, როგორ მოიქცეოდი, რომ მას აუცილებლად ენახა ეს ფილმი და მასაც ისევე შეყვარებოდა, როგორც შენ?

აი, ზუსტან ამავე მიზნით ქმნიან ფილმის თრეილერსაც - თრეილერი სწრაფად და თანმიმდევრულად გვიჩვენებს ფილმის საუკეთესო ეპიზოდებს, რაც ამ ფილმის ნახვის სურვილს აღგვიძრავს.

ახლა კი დროა მოთხრობა წარმოიდგინო, თითქოს ფილმია და შენს მეწყვილესათნ ერთად მოიფიქრო მოთხრობის ,,მე და ანა ’’ შერჩეული ეპიზოდის ,,თრეილერი’’. კომპიუტერული პროგრამა Scratch-ის გამოყენებით შეარჩიე მოთხრობიდან, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, შექმენით და გაახმოვანეთ ანიმაცია.



დავალების შექმნისას ყურადღება გაამახვილე შემდეგ ნიუანსებზე: მიაქციე ყურადღება ყველა დეტალს, რომელიც მოძრავ კადრში უნდა ჩანდეს - სად დგანან პერსონაჟები, როგორ მოძრაობენ, როგორი გამომეტყველება აქვთ, რა ს ამბობენ .

ინსტურქციები: დავალების შესასრულებლად დაგჭირდება:

შესაბამისი გარემოს პოვნა;

შესაბამისი პერსონაჟის შემოტანა

შესაბამისი ხმების დადება.

შეკითხვები:

1) დეტალურად აღწერე , რა არის შენს ანიმაციაზე გამოსახული.

2) ახსენი, რატომ ჩათვალეთ, რომ სწორედ ეს ეპიზოდი დააინტერესებდა მკითხველს და გაუჩენდა მისი წაკითხვის სურვილს?

3) შეაფასე საკუთარი ნამუშევარი;

· შენი აზრით რამდენად კარგად გაართვი თავი დასახულ ამოცანას?

· რას გააკეთებდი სხვაგვარად ამ დავალებაზე ახლა რომ იწყებდე მუშაობას?

· გვითხარი იმის შესახებ თუ როგორ შეასრულე აღნიშნული დავალება?

· რატომ გადაწყვიტე რომ სწორედ ასეთი (და არა სხვაგვარი) მოძრავი კადრი შეგექმნა?

· ხომ არ გაგიჭირდა საკუთარი ჩანაფიქრის გადმოსაცემად ციფრული რესურსის „სკრეჩის“ გამოყენება?

· გაგიადვილდება თუ არა მომავალში მსგავსი დავალების შესრულება?

სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

ინტერპრეტირება

• ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე შემიძლია:

o ტექსტის მნიშვნელობის ახსნა,

o ახალი იდეების შემუშავება;

ტექსტის წარმოდგენა ახალი კუთხით, განსხვავებული ფორმით.

საკვანძო შეკითხვა:

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები: როგორ გარდავქმნა ეპიზოდი მოძრავ კადრად?

რა უნდა შევცვალო, რა-არა?

შეფასების კრიტერიუმი:

მოსწავლეს შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე ტექსტის მნიშვნელობის ახსნა და განსხვავებული ფორმით წარმოდგენა.
-------------------------------------------------------------------
ასევე შეგიძლიათ ნახოთ:
STREAM აპლიკაციიდან ვიდეოს გადმოწერა / ჩამოტვირთვა
   • stream აპლიკაციიდან ვიდეოს გადმოწერა  
-------------------------------------------------------------------
TEAMS კოდის მეშვეობით ჯგუფში გაწევრიანება
   • TEAMS კოდის მეშვეობით ჯგუფში გაწევრია...  
------------------------------------------------------------------
კალენდარში ჩანიშნული შეხვედრიდან ლინკის კოპირება
   • კალენდარში ჩანიშნული შეხვედრიდან ლინკ...  
---------------------------
TEAMS ში გაზიარების ფინქციონალის განხილვა
   • TEAMS ში გაზიარების ფინქციონალის განხ...  
-------------------------
თეთრი დაფის უფლების შეზღუდვა
   • თეთრი დაფის უფლების შეზღუდვა  
--------------------------------
კოლაბორაციული სივრცის შექმნა office 365 ში
   • კოლაბორაციული სივრცის შექმნა office 3...  
--------------------------------
ჰიპერლინკის გამოყენება
   • ჰიპერლინკის გამოყენება  
--------------------------------
როგორ მივიღო და როგორ მოვიწვიო მოსწავლეები თიმს კოდის გამოყენებით ჩემს ჯგუფში?
   • როგორ მივიღო და როგორ მოვიწვიო მოსწავ...  
-------------------------------
teams ჯგუფში მოსწავლეების/მასწავლებლების დამატება ,ფოლდერის დამატება ჯგუფში
   • teams ჯგუფში მოსწავლეების/მასწავლებლე...  
-----------------------------
ინტერაქტიული ანბანი
   • ინტერაქტიული ანბანი  
------------------------------
კომპლექსური დავალება - სათამაშოების მაღაზია
   • კომპლექსური დავალება - სათამაშოების მ...  
-----------------------------
კომპლექსური დავალება- სელფი
   • კომპლექსური დავალება- სელფი  
----------------------------
საყვარელი პროფესიის ფესტივალი
   • კომპლექსური დავალება: საყვარელი პროფე...  
---------------------------
კომმპლექსური დავალება: პერსონაჟის ელექტრონული სელფი
   • კომმპლექსური დავალება: პერსონაჟის ელე...  
---------------------------
მეილების ვერიფიკაცია
   • მეილის ვერიფიკაცია  
--------------------------
როგორ მოვხსნათ კუბიკები onenote ში
   • როგორ მოვხსნათ კუბიკები onenote ში  
---------------------------
როგორ ავტვირთოთ მატრიცები სკოლის ფოლდერში- პერსონალურ საქაღალდეებში
   • როგორ ავტვირთოთ მატრიცები სკოლის ფოლდ...  
----------------------------
კომპიუტერული ტექნოლოგიები მომხმარებლის კრაფიკული ინტერფეისი კლასი V
   • კომპიუტერული ტექნოლოგიები მომხმარებლი...  
-----------------------------

ვიდეოები „TSOTNE GVAJAIA"-ისგან