უკიდურესი შემთხვევისთვის მომზადებული საველე ჰოსპიტლის გამოყენება, სამწუხაროდ, საჭირო ხდება


უკიდურესი შემთხვევისთვის მომზადებული საველე ჰოსპიტლის გამოყენება, სამწუხაროდ, საჭირო ხდება. დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ 500-კაციან საველე სივრცეში ამ მომენტისთვის ცხრა კოვიდინფიცირებული იმყოფება. ყველა მათგანი ჟანგბადდამოკიდებულია. ჰოსპიტალურ სექტორში რესურსები ამოწურვის ზღვარზეა. ყველაზე დიდი დატვირთვა თბილისზეა.

სასწრაფო ბრიგადებმა საშუალო სიმძიმის ცხრა პაციენტი ადგილების არარსებობის გამო, დედაქალაქის ვერცერთ კლინიკაში ვერ გადაიყვანეს, რის გამოც მათი საველე ჰოსპიტალში მიყვანა გახდა აუცილებელი. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში იმედი ჰქონდათ, რომ საველე სივრცის გამოყენების საჭიროება არ დადგებოდა. დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 7 300-მდე ადამიანი მკურნალობს. და ეს მაშინ, როცა მაქსიმალური რეზერვი 8 000-ია. 

საველე ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამუნა ნადარეიშვილი იმყოფება - რამდენი ექიმი მუშაობს ადგილზე და რა პირობებში გადიან ინფიცირებულები მკურნალობას?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან