მარიკა ბაკურაძე - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

02/07/2016

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 24 თებერვალს პირველად აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კითხულობს ფრაგმენტს მისი და მერაბ ნინიძის ერთობლივი წიგნიდან „მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე“.

თქვენც წაგვიკითხეთ თქვენ მიერ დაწერილი ან თქვენი საყვარელი მხატვრული ტექსტი, ჩაწერეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ, გამოიწვიეთ მეგობრები და მათაც სთხოვეთ იგივე.

იმისთვის, რომ თქვენ მიერ ატვირთული ვიდეო ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გაზიარდეს, გთხოვთ, ვიდეო პოსტში შემდეგი ფორმით მონიშნოთ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და პროექტის ფეისბუქ გვერდი:

Gpba / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia

ერთად ვიკითხოთ წიგნები ჩვენი უკეთესი მომავლისთვის!

იხილეთ ღონისძიების ლინკი:
  / 1667182410196749

ვიდეოები „Georgian Publishers and Booksellers Association"-ისგან