კვლევის პრეზენტაცია "იმუნიტეტი როგორც ხელშეუხებლობის გარანტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი“. საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმეზე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ) ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეგულირება, რომელიც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ზეპირი მოსმენის გარეშე, თვითმმართველი ერთეულის არჩეული თანამდებობის პირი განუსაზღვრელი ვადით გადაეყენებინა თანამდებობიდან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვა და პრობლემური საკითხი წამოჭრა. ამ საკითხების შესწავლის მიზნით საიამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ განახორციელეს კვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის კუთხით საქართველოსა და ევროპის ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო სტადარტების შესწავლა და შედარებითი ანალიზის გაკეთება, რომელიც საფუძვლად დაედება საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებლობის ეფექტური გარანტიების შექმნისათვის. https://gyla.ge/ge/post/kvlevis-preze...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-ის სხვა ვიდეოები
ეს კოდექსი ჩვენს უფლებებს არღვევს!
00:47
საიას ოთხი კვლევის პრეზენტაცია
01:06
კვლევის ,,საყდრისი ყაჩაღიანი ნგრევა კანონის სახელი...
01:19
საია მიიჩნევს, რომ ,,თრიალეთის“ ჟურნალისტის მიერ დ...
02:15
საია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურე...
01:24
საია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რ...
05:49
სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკა...
01:17
მიმართვა პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირები...