სალადინი( სალაჰ ად დინ იუსუფ იბნ აიუბი)

10/08/2018
PAKO PAKAKO-ის მიერ

IT'S LGK :   / @lashagiorgikobalava8123  
ბოდიშს ვიხდი ხმის ხარისხის გამო !
MUSIC 1 :   • Kingdom Of Heaven Soundtrack- Burning...  
MUSIC 2:   • Kingdom of Heaven soundtrack - Crusaders  
სალადინი
სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 — გ. 4 მარტი1193) — ეგვიპტის სულთანი 1171 წლიდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი[1].
დაიბადა ერაყის ქალაქ ტიკრიტში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. . 1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 წელს ფატიმიდების დამხობის შედეგად ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 წლების დამპყრობლური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და შექმნა ვრცელი იმპერია, რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰატინთან ; იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს იერუსალიმი და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წელს სალადინი დაუპირისპირდა ინგლისის მეფის რიჩარდ ლომგულის ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული,. საბოლოოდ, 1192 წელს ზავმა პალესტინაში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დროებით სიმშვიდე ჩამოაგდო. სალადინი გარდაიცვალა დამასკოში, 1193 წლის 4 მარტს.
სალადინის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო სუნიზმის გავრცელება, სამხედრო მანქანის განუხრელი ზრდა და „საღმრთო ომი“ — ჯიჰადი. ამასთანავე, სალადინს პატივს სცემდნენ როგორც ნიჭიერ მხედართმთავარს და ღირსეულ მებრძოლს.
მისი მმართველობის დროს შეინიშნება ერთგვარი გამოცოცხლება საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობებში. სალადინის ბიოგრაფის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის ცნობით, საქართველოს მეფე თამარს ელჩები გაუგზავნია სულთნისთვის და უთხოვია მუსლიმანთა მიერ მიტაცებული ქრისტიანთა წმინდა სალოცავების გათავისუფლება. სალადინის პასუხი არ შემონახულა, თუმცა თამარის მეცადინეობა, როგორც ჩანს, წარმატებით დასრულებულა: იმდროინდელი ევროპული წყაროებით, ქართველები, სხვა ქრისტიანებისგან განსხვავებით, იერუსალიმში პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ქალაქში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლოთ გაშლილი დროშებით.