https://anastasis.com.ge/sudara.html
ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36X1,1 მ) , ახ.წ. I საუკუნით დათარიღებული, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის გამოსახულება უაღრესად ნაწამები ადამიანისა. ანაბეჭდებს აქვთ უზუსტესი ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. ყოველი ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზი იმდენად ზუსტი და დეტალურია, რომ მათი აღბეჭვდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფოტოგრაფიის გამოყენებით. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია! გამოსახულება იმდენად ზუსტია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებითაც კი შეუძლებელი და წარმოუდგენელია მსგავსი გამოსახულების მიღება!.
მეცნიერებას 2000 წელი დასჭირდა სუდარის “ნამდვილი ხილვისთვის”! სუდარა ამტკიცებს, თუ როგორ ატარა ქრისტემ ჯვარი გოლგოთამდე, როგორ ეცემოდა იგი ამ საშინელ და უკანასკნელ გზაზე; ეს არის დამამტკიცებელი მისი ეკლიანი გვირგვინისა, თუ როგორ და რითი სცემდნენ მას სიკვდილის წინ; ჯვარცმისა; შუბით მიყენებული ფერდის ჭრილობისა; დამამტკიცებელი მისი სიკვდილისა და აღდგომისა... (მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სუდარა გვიდასტურებს არა მარტო სიკვდილს, არამედ მასზე გამარჯვებას!
თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამოდენიმე მიკრონია. მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად ქრისტეს აღდგომის მომენტში. ამგვარ მოვლენას ადგილი აქვს ხიროსიმაში და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბების აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირადა ე.წ. \"მუდმივი ჩრდილები\".
აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე გამოსახულება დატოვა, ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა (სუდარის გვამიდან აცლის შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი). მეცნიერთა მტკიცებით ეს წარმოადგენს უდაო ფიზიკურ დასტურს ქრისტეს აღდგომისა!