უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს

04/18/2019
Maestro Television-ის მიერ

უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს.
მსვლელობის დაწყებამდე შალვა შავგულიძეს კითხვით \"ასავალ-დასავალის\" ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ მიმართა, რასაც მასსა და აქციის მონაწილეს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დავითაია, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. ასავალ დასავალის თანამშრომელი ირწმუნება, რომ მას კითხვის დასმა არ აცადეს. უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით, მსვლელობა მოეწყო. პროტესტის მიზეზი მოსამართლეთა შერჩევის წესია. აქციის წევრები ტრანსფარანტებით გადაადგილდებიან.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან